სარჯველაძე - რიგგარეშე სხდომის ჩატარების საფუძველი არ არსებობს

სარჯველაძე - რიგგარეშე სხდომის ჩატარების საფუძველი არ არსებობს

18-07-2022, 11:26 - 2022
534
       

„ქართული ოცნების“ დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე რიგგარეშე სესიის მოწვევის საჭიროებას ვერ ხედავს. 

მისივე თქმით, ამით ოპოზიცია საკუთარი შეცდომის გადაფარვას ცდილობს.

მე პირადად მგონია, რომ რიგგარეშე სხდომის ჩატარების რაიმე ფორმალური ან შინაარსობრივი საფუძველი არ არსებობს. 

დღეს საკითხებს, რომლისგანაც შედგება ის 12 პუნქტი, სჭირდება რეალურად საკომიტეტო ან ანალიტიკური მუშაობა, იმისთვის, რომ მომზადდეს საკითხები პლენარულ სხდომაზე გასატანად და არ მგონია, რომ პლენარულ სხდომაზე გასატანად რომელიმე საკითხი მზად იყოს, ამას სჭირდება კონსულტაციებიც. 

უბრალოდ სახეზე გვაქვს მცდელობა, ოპოზიციის გარკვეული ნაწილისგან, რომ მათ მიერ დაშვებული შეცდომა, როცა გაემიჯნენ მუშაობის პროცესს, რაც ხელისუფლებამ შესთავაზა, გადაფარონ
“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები