„უცნობს“ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, დღეს გამოკითხავენ

„უცნობს“ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, დღეს გამოკითხავენ

18-07-2022, 11:11 - 2022
660
       

მომღერალ გია გაჩეჩილაძეს, იგივე „უცნობს“, რომელმაც „მთავარი არხის“ ჟურნალისტების საუბრის უკანონო ფარული ჩანაწერი გაავრცელა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, სავარაუდოდ, დღეს გამოკითხავენ.

გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის მუხლით მიმდინარებს. 

საქმეზე უკვე გამოკითხეს „მთავარი არხის“ ჟურნალისტები.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა და პროპაგანდისტმა გიორგი გაჩეჩილაძემ, იგივე „უცნობმა“ გაასაჯაროვა აუდიოჩანაწერები, სადაც „მთავარი არხის“ გადაცემა Post Factum-ის ჟურნალისტების და პროდიუსერის დაგეგმვის პროცესია ასახული. მათი საუბარი სავარაუდოდ 2021 წლის ნოემბრის დასაწყისში ჩაიწერეს, სწორედ ამ დროს არის გასული ის რეპორტაჟი, რომლის შესახებაც ისინი მსჯელობენ. სიუჟეტი სუს-დან გამოჟონილ ფაილებს ეხებოდა, კონკრეტულად როგორ იყენებს ხელისუფლება ნასამართლევ ადამიანებს არჩევნების დროს ხმების მოსაგროვებლად.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები