„როგორც იციან საქმის შეკერვები, ისე შეუკერეს მამაჩემსაც“, - ამის შესახებ სოსო გოგაშვილის შვილმა, ნიკოლოზ გოგაშვილმა განაცხადა.
მისი განცხადებით, ყველა ინფორმაცია, რასაც სოსო გოგაშვილი ფლობდა დიპლომატიურ კორპუს აქვს უკვე.
„ამ დრომდე არ გვაქვს რენდგენის პასუხი. არადა, როცა მიჰყავდათ, მაშინვე ვუთხარი გამომძიებელს, რომ გადაუღეთ რენდგენი, იმიტომ რომ სტკივა ჩასუნთქვის დროს. ეზოში როცა დააგდეს მამაჩემი, მაშინვე დაიყვირა სოსომ, ბავშვი ხომ არ გგონივარ, გაწიე ხელი, რაზე მადებინებ ხელსო. იარაღზე დაადებინეს ხელი, როგორც აქვთ ეს სისხლში გამჯდარი საქმის შეკერვები, ისევე შეუკერეს მამაჩემსაც. სახლიდან როცა მიდიოდა, მამაჩემმა მითხრა, ნუ გეშინიათ, შემართებით იყავით. არჩევნების თემაზე ყველა დიპლომატიურ კორპუსს აქვს ინფორმაცია და მე რომ სულ 10 წელი მომიწიოს ჯდომა, ისინი მაინც იმოქმედებენ და თავის გასაკეთებელს იზამენ... ნებისმიერთან მოვლენ, ვინც ოდნავ მაინც გაბედავთ და პროტესტს გამოხატავთ ნებისმიერ თემაზე“, - განაცხადა ნიკოლოზ გოგაშვილმა.