გოგაშვილის შვილი: „ენმ“-ს არ მოუყენებია იმდენი ზიანი, როგორც ამ მთავრობამ ჩემს ოჯახს მოუტანა

გოგაშვილის შვილი: „ენმ“-ს არ მოუყენებია იმდენი ზიანი, როგორც ამ მთავრობამ ჩემს ოჯახს მოუტანა

17-07-2022, 16:59 - 2022
753
       

„ენმ“-ს არ მოუყენებია იმდენი ზიანი, როგორც ამ მთავრობამ ჩემს ოჯახს მოუტანა“, - ამის შესახებ სოსო გოგაშვილის შვილმა, ნინო გოგაშვილმა განაცხადა.

მისი განცხადებით, სოსო გოგაშვილი არის პოლიტპატიმარი.

მამაჩემი არის პოლიტპატიმარი. ეს არის პოლიტიკური დევნა. რამდენიმე წლის წინ, მე ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჩემს მიერ არჩეული მთავრობა და სისტემა, ამას გაუკეთებდა ჩემს ოჯახს. 

მე ნამდვილად ვიბრძოდი 2012 წელს ჩემს ოჯახთან ერთად, რომ ეს მთავრობა მოსულიყო ქვეყნის სათავეში... 

როგორც ჩანს, ესენი უარესებს აკეთებენ - ნაციონალურ მოძრაობას არ მოუყენებია იმდენი ზიანი მგონი, როგორც ჩემს ოჯახს ამ მთავრობამ მოუტანა
“, - განაცხადა ნინო გოგაშვილმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები