სოსო გოგაშვილის ცოლი: დავინახე, როგორ ამოუდეს იარაღი ლეიბის ქვეშ

სოსო გოგაშვილის ცოლი: დავინახე, როგორ ამოუდეს იარაღი ლეიბის ქვეშ

17-07-2022, 12:46 - 2022
727
       

სოსო გოგაშვილის ცოლის, თეა მარტყოფლიშვილის თქმით, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე 3 მუხლით არის დაკავებული, მათგან 2 - სსკ-ის 236-ე მუხლი და 157-ე მუხლის მე-4 ნაწილია. 

236-ე მუხლი ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს, 157-ე მუხლი კი - პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფას.

მარტყოფლიშვილი ირწმუნება, რომ მის ქმარს იარაღი ჩაუდეს. 

ოთახში შევარდნენ და მივყვებოდი, რას აკეთებთ-მეთქი?! ჩემი თვალით დავინახე ბიბლიაზე დავიფიცებ, პატრიარქთანაც მივალ, დავიფიცებ, რომ ლეიბის ქვეშ ამოდეს იარაღი, ჩემი თვალით დავინახე, როგორ გამოხსნეს სოსოს კარადა, სადაც მაისურებია და კალაშნიკოვი, აკაესი... ბავშვი შედის ოთახში და როგორ ფიქრობთ, 13 გაფორმებული იარაღი აქვს ჩემს მეუღლეს და ეს ორი იარაღი უკანონო ჰქონდა? შევეწინააღმდეგე და ღამბაშიძემ მომკიდა ხელი, დაუძახა ბიჭებს აქ რა გინდა, აქ რატომ ამოიყვანეთო“, - განაცხადა თეა მარტყოფლიშვილმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები