რატომ დააკავა პოლიციამ ყოფილი მაღალჩინოსანი - სავარაუდო ბრალდება ცნობილია

რატომ დააკავა პოლიციამ ყოფილი მაღალჩინოსანი - სავარაუდო ბრალდება ცნობილია

16-07-2022, 20:27 - 2022
1 143
       

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის სოსო გოგაშვილის ბრალდება სავარაუდოდ, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფაა. 

გოგაშვილის დაკავების შემდეგ, გონიოში მისი შვილის, ნინო გოგაშვილის სახლი გაჩხრიკეს, რომელმაც საგამოძიებო ღონისძიებები მობილური ტელეფონით გადაიღო. 

მას ერთ-ერთი სამართალდამცველი ჩხრეკის განაჩენს აცნობს და ეუბნება, რომ ჩხრეკა სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს.

სწორედ აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფას.

სპეცოპერაცია გოგაშვილის სახლში გვიან ღამით დაიწყო. ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავების კადრები მისმა მეუღლემ, თეა მარტყოფლიშვილმა გაავრცელა.

აღსანიშნავია, რომ დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე სოსო გოგაშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ 2021 წლის არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები ჰქონდა, რომელიც შესაბამის ორგანიზაციას გადასცა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები