ზუგდიდში კაცი ყოფილ ცოლსა და ორ შვილს დანით გამოეკიდა

ზუგდიდში კაცი ყოფილ ცოლსა და ორ შვილს დანით გამოეკიდა

8-07-2022, 22:01 - 2022
828
       

ზუგდიდის ცენტრში კაცი ყოფილ ცოლსა და ორ შვილს დანით გამოეკიდა.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. 

ქალს ყოფილი ქმარი სამუშაო ადგილზე, სალონში მიუვარდა, სადაც მათი შვილებიც იმყოფებოდნენ.

კაცმა ქუჩაში, დაახლოებით 200 მეტრის დისტანციაზე სდია ყოფილ ცოლსა და ორ შვილს. მოქალაქეებმა დანით შეიარაღებული კაცის შეჩერება ვერ შეძლეს. 

მოძალადე, პოლიციის დანახვაზე, სამართალდამცველებს თავად ჩაბარდა, ის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები