ბათუმის ყოფილი მერი, გიორგი ერმაკოვი თავისუფალია - მან საპატიმრო უკვე დატოვა.
გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ მიიღო.
ერმაკოვი 2019 წლის მაისში, ბათუმის მერიის 7 მაღალჩინოსანთან ერთად, ე.წ. იაფი სახლის საქმეზე დააკავეს.
ერმაკოვს 1 მილიონ 370 ათასი ლარის გაფლანგვას და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდნენ.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ის წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ 2020 წლის იანვარში ცნო და 7 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
სააპელაციოს მოსამართლემ კი დღეს, ერმაკოვს მუხლი გადაუკვალიფიცირა და მხოლოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება დაუტოვა, რაც 3 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გიორგი ერმაკოვმა პატიმრობის ეს ვადა უკვე მოიხადა.