გურიაში, სოფელ ქაქუთში დათვმა სკები გაანადგურა.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Gurianews ავრცელებს.
მათი ცნობით, შუაღამისას დათვი ორ ოჯახში შეიპარა, სკები დააზიანა და თაფლი შეჭამა.
„ასეთი ცუდი ამინდი, ასე წვიმიანი ზაფხული არასდროს გვახსოვს. ნადირიც გადაირია და შემოვარდა ეზოებში. ყურადღება გვმართებს, შინაური პირუტყვიც არ შეგვიჭამოს“, - ამბობს სოფლის მცხოვრები.