საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩი, თეა კატუკია ამბობს, რომ მის მიერ თანამდებობის დატოვება პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სურვილი იყო.
ამის შესახებ კატუკიამ ტელეკომპანია „ფორმულას“ განუცხადა.
„საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ორი თვის წინ, ძალიან მოკლე სატელეფონო საუბრისას მკაფიოდ განმიმარტეს, რომ ჩემგან ელჩის ფუნქციის დატოვების მოლოდინი წარმოადგენდა მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს პრემიერის სურვილს“, - განაცხადა კატუკიამ.