ლუკაშენკოს მტკიცებით, უკრაინამ ბელარუსზე სარაკეტო თავდასხმა სცადა

ლუკაშენკოს მტკიცებით, უკრაინამ ბელარუსზე სარაკეტო თავდასხმა სცადა

2-07-2022, 23:58 - 2022
649
       

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ შაბათს განაცხადა, რომ უკრაინამ სამი დღის წინ სცადა ბელორუსის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებზე თავდასხმა, მაგრამ მისი ყველა რაკეტა იქნა შეჩერებული.

ამის შესახებ Reuters სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ბელტაზე“ დაყრდნობით წერს.

ისინი ჩვენ პროვოცირებას ცდილობენ. უნდა გითხრათ, რომ სამი დღის წინ, შესაძლოა, ცოტა მეტიც, უკრაინის ტერიტორიიდან განხორციელდა სამხედრო ობიექტებზე დარტყმის მცდელობა უკრაინის ტერიტორიიდან.  მადლობა ღმერთს, პანცირის საზენიტო სისტემებმა მოახერხეს უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ გაშვებული ყველა რაკეტის განეიტრალება“, - ციტირებს „ბელტა“ ლუკაშენკოს სიტყვებს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები