„პროვოკატორმა მიიღო პასუხი“ - ასე აფასებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „ტვ პირველის“ დამფუძნებელზე თავდასხმას.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, აშშ-ს საელჩოს ტერიტორიაზე გუშის სამწუხარო ინციდენტი მოხდა.
„ყველამ იცის რა როგორ მოხდა და ძალიან სამწუხაროა რომ უკვე მეორე შემთხვევა, როდესაც კონკრეტული საელჩოს ტერიტორია გახდა პროვოკაციის მოწყობის არეალი. რაც შეეხება გაგრძელებას, ესეც მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ ადამიანმა კანონისა და ეთიკის ფარგლებში მიიღო პასუხი და მისი პროვოკაცია არ იყო პასუხგაუცემელი.
ანრის დონეზე ვარ ახლაც მე, მეც იგივეს გავაკეთებდი რა თქმა უნდა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.