სარჯველაძე ოხანაშვილზე - ნერვებმა უმტყუნა ადამიანს

სარჯველაძე ოხანაშვილზე - ნერვებმა უმტყუნა ადამიანს

1-07-2022, 13:31 - 2022
467
       

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ აშშ-ს საელჩოში, "ტვ პირველის" დამფუძნებელმა მძიმე პროვოკაცია მოაწყო.


მისივე განცხადებით, დეპუტატ ანრი ოხანაშვილს "ნერვებმა უმტყუნა", რადგან შეურაცხყოფა, რომელიც მას მიაყენეს მძიმე იყო.

"იქ მოხდა მარტივად რომ ვთქვათ მძიმე პროვოკაცია, მძიმე პროვოკაცია იმისა რასაც შეიძლება გამოეწვია კონფლიქტი, ამას მოჰყვა შელაპარაკება, მძიმე შეურაცხყოფას რომელზეც კონკრეტულად ვერ ვსაუბრობ, და ადამიანურად, ასე ვთქვა, ისეთი ფორმით ამასთან დაპირისპირება, რომელსაც შეგვიძლია დავარქვათ, რომ ნერვებმა უმტყუნა ადამიანს ისეთი მძიმე იყო შეურაცხყოფა, რომელიც მიაყენეს ადამიანს. ეს არის და ეს რაც მოხდა, ამის ისე წარმოჩენას, რომ იქ ვინმე გაუფრთხილებლად ვინმე ვინმეს მივარდა და შესაბამისად მასზე იძალადა, რასაკვირველია, არც ლოგიკურია, არც დამაჯერებელია საზოგადოებისთვის და უბრალოდ ამით თავს ნუ შევიწუხებთ. ვთქვათ რაც იყო რეალობა", - განაცხადა სარჯველაძემ. 

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები