ოხანაშვილი ვატო წერეთელზე - მიიღო პროპორციული პასუხი

ოხანაშვილი ვატო წერეთელზე - მიიღო პროპორციული პასუხი
1-07-2022, 13:23 - 2022
466

"არც ერთი ქვეყნის კანონმდებლობა ღირსების შელახვას არ ამართლებს, ეს იყო პროპორციული პასუხი", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.


ოხანაშვილი თანახმაა გასაჯაროვდეს ყველა ვიდეოჩანაწერი, რომელიც აშშ-ს საელჩოს აქვს.

"მე ამ სიტყვებს რა თქმა უნდა ვერ და არ გავიმეორებ. აქედან გამომიდინარე, მე დაუყოვნებლივ ჩავაყენე ჩვენი ამერიკელი მეგობრები საქმის კურსში, მე მზად ვარ და ჩემი სურვილია აბსოლუტურად ყველას გადაადგილება , იქ ყოფნის პერიოდი გასაჯაროვდეს, ყველამ ნახოს და ეყოს ადამიანობა ყველას, რაც გააკეთა. როგორ მოვიდა, როგორ გამიხმო გვერდით, თქვას ეს ყველაფერი, გასარკვევია რა მდგომარეობაში იყო ეს ადამიანი, მე არ გამოვრიცხავ მას ჰქონდა შესაბამისი თრობა და ჩაიტაროს ექსპერტიზა სადაც უნდა და დადგინდეს ყველაფერი, როგორ შეიძლება და თუ ეს დადასტურდება, აშშ-ს საელჩოში ადამიანი ესეთ მდგომარეობაში მიდის, გამიზნულად გეგმავს უბინძურეს პროვოკაციას და ადამიანს ღირსებისშემლახველ სიტყვებს ეუბნება.

მე ძალიან კარგად ვიცი თმენის ვალდებულება და ყოფილა შემთხვევები პროვოცირებული, ყოფილა შემთხვევები, როდესაც შეურაცხყოფასაც ჰქონდა ადგილი, მაგრამ ეს გაცდა ყოველგვარ საზღვარს და შესაბამისად, მე მზად ვარ და სურვილია ჩემი, მექნება შეხვედრა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, სურვილს გამოვთქვამ, რომ გასაჯაროვდეს ყველაფერი. 

იქ იყვნენ ადამიანები, ვინც დაინახეს როგორ მოვიდა, როგორ მომიახლოვდა, როგორ გამოყვანა გვერდით და ა.შ. მზად ვარ ამისთვის. ამას უნდა ჰქონდეს უმკაცრესი რეაგირება და ამ საკითხს პრინციპულად დავსვამ", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა