„პასუხი გავეცი, რომელსაც იმსახურებდა“ - ანრი ოხანაშვილი ვატო წერეთელზე თავდასხმა აღიარებს

„პასუხი გავეცი, რომელსაც იმსახურებდა“ - ანრი ოხანაშვილი ვატო წერეთელზე თავდასხმა აღიარებს

30-06-2022, 23:47 - 2022
679
       

„ვატო წერეთლის მხრიდან უბინძურეს პროვოკაციას ჰქონდა ადგილი“, - ასე იმართლებს თავს „ქართული ოცნების“ დეპუტატი ანრი ოხანაშვილი ვატო წერეთელზე თავდასხმის შემდეგ. 

მის კომენტარს „TV იმედი“ ავრცელებს. 

ამერიკელებთან და ჩემს კოლეგებთან ყოფნის დროს ის მოვიდა, ძალიან მთხოვა, რომ 2 სიტყვით რაღაცის თქმა სურდა და უბინძურესი პროვოკაცია მოაწყო. ხომ წარმოგიდგენიათ, რაზეა საუბარი?! სწრაფი ნაბიჯით გაიქცა. მინდოდა მეკითხა, რატომ იკადრა ასეთი რაღაცა, რაზეც გააგრძელა პროვოკაცია, შემდგომ, რა თქმა უნდა, პასუხი გავეცი და მიიღო ის პასუხი, რომელსაც ის იმსახურებდა.

საუბარია უბინძურეს პროვოკაციაზე, რომელსაც ვერც ერთი ქართველი ვერ აიტანს და ამას მოჰყვა მცირე შეხლა-შემოხლა, ეს იყო და ეს. კამერები, წესით, უნდა იყოს ყველგან და იმედი მაქვს, რომ აბსოლუტურად ყველაფერი ასახულია კამერაზ
ე“, - განაცხადა ოხანაშვილმა. 

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები