უხვი ნალექის გამო, საქართველოს გარკვეულ გზებზე გადაადგილება დილამდე აიკრძალა

უხვი ნალექის გამო, საქართველოს გარკვეულ გზებზე გადაადგილება დილამდე აიკრძალა

29-06-2022, 23:22 - 2022
656
       

უხვი ნალექის გამო, 30 ივნისის დილის 06:00 საათამდე ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გარკვეულ გზებზე გადაადგილება შეიზღუდა. 

ამის შესახებ ინფორმაციას ყაზბეგის მერია ავრცელებს. 

უხვი ნალექის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის, აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზის, კმ 12-კმ 16 მონაკვეთზე აღინიშნება ბზარები, ძლიერი ქვის ცვენა და მარჯვენა ფერდის ჩამოშლა.

აღნიშნულ მონაკვეთზე ცუდი ხილვადობის გამო, 29 ივნისიდან ყოველდღე, 21:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია
“, - წერს მერია. 

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები