„როდესაც მაქვს რამე სათქმელი, გამოვდივარ და ვამბობ“ - ზარქუა „წასულებს“ უპირისპირდება

„როდესაც მაქვს რამე სათქმელი, გამოვდივარ და ვამბობ“ - ზარქუა „წასულებს“ უპირისპირდება

29-06-2022, 18:39 - 2022
622
       

„როდესაც მაქვს რამე სათქმელი, გამოვდივარ და ვამბობ“, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი ზარქუამ მის ყოფილ თანაგუნდელებზე საუბრისას განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მმართველ პარტიაში ყოფნა მას ხელს არ უშლის ისაუბროს ის რაც სურს.

გუშინ მთელი უმრავლესობა ვცდილობდით, რომ ეს გადაეფიქრებინათ, პირადად მეც, ჩემი კოლეგებიც, თუმცა მათ ჰქონდათ ეს გადაწყვეტილება მიღებული. მე პირადად ვარ მმართველ პარტიაში, თუმცა არ მბოჭავს, როდესაც მაქვს რამე სათქმელი, გამოვდივარ და ვამბობ ხოლმე.

თქვენ გგონიათ მომერიდება?! ვაკეთებ და ბოლომდე მივყვები იმიტომ, რომ მე ჩემი ქვეყანა მიყვარს, ჩემი ქვეყნის ინტერესებს ბოლომდე დავიცავ და ის ვინც ფასიანი ლობისტია ან ენმ-ს სტრატეგიული პარტნიორი და ამ გადასახედიდან უყურებს ჩემი ქვეყნის ინტერესებს, ამას მე არ დავუთმობ
“, - განაცხადა ზარქუამ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები