„საზოგადოებას არასაკმარისად მიეწოდება სიმართლე“, - ასე განმარტავს საკუთარ გადაწყვეტილებას „ქართული ოცნების“ უკვე ყოფილი წევრი მიხეილ ყაველაშვილი.
მისი განცხადებით, აწი საზოგადოებას მეტ ინფორმაციას მიაწვდიან.
„ჩვენს საზოგადოებას, ჩვენი აზრით, არასაკმარისად მიეწოდება ის სიმართლე, რომელიც აუცილებელია მათ იცოდნენ და ჩვენ, სამმა ადამიანმა გადავწყვიტეთ, რომ ამ სახით შეგვიძლია უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ, რომ არ დავაზიანოთ ქართული ოცნება. არის საკითხები, რომლებიც გაჟღერდება ხვალ, ამ საკითხებზეც გვექნება მსჯელობა, მივაწოდებთ, რომ იცოდეს ჩვენმა საზოგადოებამ სიმართლე, თუ დღეს საქართველოში რა ვითარებაა და რა მდგომარეობაა, რომ გვქონდეს საერთო აზრი, მით უმეტეს ჩვენს ამომრჩეველთან“, - განაცხადა ყაველაშვილმა.