„ვერ ვთანხმდებით, რა დოზით უნდა მიეწოდებოდეს საზოგადოებას სიმართლე“, - ასე განმარტავს საკუთარ გადაწყვეტილებას „ქართული ოცნების“ უკვე ყოფილი წევრი დიმიტრი ხუნდაძე.
ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა.
„ჩავთვალე ამ ეტაპზე, რომ ეს გადაწყვეტილება იყო მისაღები. ჩვენ „ქართულ ოცნებასთან“, ლიდერებთან, თითოეულ წევრთან არავითარი ღირებულებითი აზრთასხვადასხვაობა არ გვაქვს. პრაქტიკულად ყველა თემაში ვთანხმდებით, გარდა ერთისა, ვერ ვთანხმდებით იმაზე, რა დოზით უნდა მიეწოდებოდეს საზოგადოებას სიმართლე, ინფორმირებული უნდა იყოს მეტად თუ არა. რა თქმა უნდა საზოგადოებამ უნდა იცოდეს მეტი.
დღეს მათი როლი ძალიან მნიშვნელოვანია ამ პოლიტიკურ ველზე, ამ რეალობაში. ამიტომ საკითხები, რომელიც არის საჯარო პოლიტიკის და ზოგჯერ არის საკითხები, რომელიც კულისებში იხილება, ვფიქრობ, საზოგადოებამ მეტი უნდა იცოდეს, ვიდრე დღეს იცის.
ამიტომ ჩვენი მიზანი იქნება შესრულებული, ჩვენ ვიქნებით საზოგადოებასთან ყველაზე ახლოს და ის ინფორმაცია, რაც მათ დღეს არ აქვთ, ამ ინფორმაციას ეტაპობრივად მიიღებენ ჩვენგან“, - განაცხადა ხუნდაძემ.