„უფრო მეტი უნდა ვუთხრა ხალხს და მმართველი გუნდის ფარგლებში ეს არ გამოდიოდა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა.
სუბარმა თქვა, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში საკუთარი სათქმელის ხალხისთვის თქმა არ გამოსდიოდა და გადაწყვეტილება წასვლის შესახებ ამის გამო მიიღო.
„საქართველოს მთავრობა და საქართველოს ხალხი არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების წინაშე. გვაქვს გარკვეული შეზღუდვები, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე უფრო მეტი უნდა ვუთხრა ხალხს და მმართველი გუნდის ფარგლებში ეს არ გამოდიოდა“, - განაცხადა სუბარმა.