„მიაჩნიათ, რომ ხალხს მეტი ინფორმაცია უნდა გავანდოთ“ - მდინარაძის განცხადება

„მიაჩნიათ, რომ ხალხს მეტი ინფორმაცია უნდა გავანდოთ“ - მდინარაძის განცხადება

28-06-2022, 21:49 - 2022
539
       

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, სამმა დეპუტატმა პარტია და საპარლამენტო თანამდებობები დატოვა, ვინაიდან მიაჩნიათ, რომ ე.წ კულისებიდან მეტი ინფორმაცია უნდა ვრცელდებოდეს. 

მამუკა მდინარაძის თქმით, ამის მიზეზი ერთადერთი შეუთანხმებელი საკითხია.

მათი აზრით, დოზირება ინფორმაციისა, რაც ხდება პოლიტიკურ თემებთან მიმართებით ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს გუნდში არ არის საკმარისი, რომ საზოგადოება საქმის კურსში იყოს და სწორი გადაწყვეტილება გააკეთოს. 

მათ მიაჩნიათ, რომ ე.წ კულისებიდან მეტი ინფორმაცია უნდა ვრცელდებოდეს
“, - განაცხადა მდინარაძემ. 

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები