„ტყუილია, რომ EU-ს კანდიდატის სტატუსს ფინანსური დახმარება მოაქვს“ - პაპუაშვილი

„ტყუილია, რომ EU-ს კანდიდატის სტატუსს ფინანსური დახმარება მოაქვს“ - პაპუაშვილი
28-06-2022, 13:42 - 2022
360

პარლამენტის თავმჯდომარე და „ქართული ოცნების“ წევრი, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ქვეყნისთვის დამატებითი ფინანსური სარგებელი არ მოაქვს.

​პაპუაშვილმა თქვა, რომ ის ადამიანები, ვინც ამას ავრცელებდა ნიჰილიზსა და ევროსკეპტიციზმს თესავს.

ნიჰილიზმს და ევროსკეპტიციზმს თესავენ ის ადამიანები, ვინც გადაჭარბებულ მოლოდინს ამყარებენ, მათ შორის კანდიდატის სტატუსზე. ხომ გვესმის ბოლო ერთ კვირაზე მეტია, რომ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებულია დამატებითი ფინანსური დახმარება, 14 მილიარდიანი ბიუჯეტები, თითო სოფელს 5 მილიონი და ა.შ. ეს ხომ ყველამ გავიგეთ, ყველა ეს სიტყვა, რაც გავიგეთ არის ტყუილი“, -  განაცხადა შალვა პაპუაშვილმა

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა