„ევროპარლამენტის რეზოლუციას ჩვენთვის აქვს ჩალის ფასი“ - კობახიძე

„ევროპარლამენტის რეზოლუციას ჩვენთვის აქვს ჩალის ფასი“ - კობახიძე

27-06-2022, 23:14 - 2022
715
       

„ევროპარლამენტის რეზოლუციას, რა თქმა უნდა, ჩვენთვის აქვს ჩალის ფასი“, - ამის შესახებ „პალიტრა ნიუსის“ ეთერში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ის ამჯერადაც ევროპარლამენტარებს აკრიტიკებს და ამბობს, რომ ისინი „ევროკავშირის რეპუტაციას ჩრდილს აყენებენ“.

როდესაც გეუბნებიან შენ, რომ სააკაშვილი და გვარამია უნდა გათავისუფლდნენ და ივანიშვილი სანქციების ქვეშ უნდა მოექცეს, ამას როგორ შეიძლება არ უპასუხო. ეს არის უბრალოდ სირცხვილი და რა თქმა უნდა, ამით ისინი პირველ რიგში ჩრდილს აყენებენ ევროკავშირის რეპუტაციას. იმიტომ რომ ეს საბოლოო ჯამში აისახა ევროპარლამენტის რეზოლუციაში. რაღაც ისეთ ფარატინა დოკუმენტში კი არა, ევროპარლამენტის რეზოლუციაში ჩაწერეს ასეთი სამარცხვინო რაღაცები“, - განაცხადა კობახიძემ. 

       
პოპულარული