„სერიოზულად არ აღვიქვამთ“ - „ქართული ოცნების“ დეპუტატი მოქალაქეების მოთხოვნაზე

„სერიოზულად არ აღვიქვამთ“ - „ქართული ოცნების“ დეპუტატი მოქალაქეების მოთხოვნაზე
27-06-2022, 19:59 - 2022
511

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ნინო წილოსანი „სირცხვილიას“  მიერ ორგანიზებით, 24 ივნისს გამართულ აქციაზე გაჟღერებულ მოთხოვნებს გამოეხმაურა.

მისი განცხადებით, მოთხოვნებს სერიოზულად არ აღიქვამენ.

მთავრობის გადადგომაზე, დროებითი მთავრობის შექმნაზე და მსგავს არალეგიტიმურ მოთხოვნებზე ჩვენ არაერთი ფორმატით ვისმენთ გაჟღერებულ წინადადებებს, ახლა "სირცხვილიას" ინიცირებულ აქციაზე გაჟღერებული ეს მოთხოვნები არანაირად არ ანიჭებს აღნიშნულ საკითხებს ლეგიტიმაციას და რა თქმა უნდა, ამას არც სერიოზულად აღვიქვათ და იმედი მაქვს, რომ იქ მდგომი ადამიანებიც საკმაოდ სკეპტიკურად უყურებენ“, - განაცხადა ნინო წილოსანმა. 

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა