ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 წლის ბავშვი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილი, ლაგოდეხი-თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. სოფელ შრომასთან მანქანას ბავშვმა გადაურბინა, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მოზარდს დაეჯახა.
დაშავებული, ჯერ ლაგოდეხის კლინიკაში გადაიყვანეს, მძიმე მდგომარეობის გამო კი თბილისში გადმოჰყავთ.