საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ქვეყანაში ძალიან მაგარი ეკონომიკური ზრდა არის.
მისი განცხადებით, ბოლო 5 თვეში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა იქნება ქვეყანაში.
„ჩვენ გვაქვს ძალიან მაგარი ეკონომიკური ზრდა. წინასწარი მონაცემით, რაც მე ფინანსთა მინისტრისგან მივიღე, თუმცა ჩვენ ველოდებით საქსტატის ოფიციალურ მონაცემებს, მაისშიც ველოდებით ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას, რაც გამოდის, რომ 5 თვეში, ამ წელს გვექნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ეს მართლაც უპრეცედენტოა ევროპაში, იმ ფონზე, როდესაც რეალურად ინგრევა მსოფლიო ბანკები, ეკონომიკა რეცესიას განიცდის და ზოგადად პრობლემა არის ყველგან, უკრაინის ომის ფონზე ყველა ქვეყანას აქვს გამოწვევა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.