„პრემიერმა თანამშრომლობის ხელი გაუწოდა მათ“ - სუბარი ოპოზიციასა და აქციის მონაწილეებზე

„პრემიერმა თანამშრომლობის ხელი გაუწოდა მათ“ - სუბარი ოპოზიციასა და აქციის მონაწილეებზე
26-06-2022, 00:50 - 2022
478

მმართველი გუნდის წევრის განცხადებით, „ქართული ოცნება“ აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ ევროკავშირის 12 პუნქტიანი მოთხოვნები შესრულდეს.

როგორც სოზარ სუბარი ამბობს, პირველ პუნქტთან დაკავშირებით მუშაობისთვის, რომელიც პოლარიზაციის დასრულებას გულისხმობს, მთავრობამ ოპოზიციას თანამშრომლობის ხელი უკვე გაუწოდა.

ითქვა 12 პუნქტიანი სამოქმედო გეგმა, რომლის შესრულების შემდეგ ავტომატურად ვიღებთ ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსს. პირველი არის დეპოლარიზაცია. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაუწოდა ხელი ოპოზიციას თანამშრომლობისკენ, რომ ერთად შევასრულოთ ქართველი ხალხის ეს სანუკვარი ოცნება. პასუხად მივიღეთ აბსოლუტური პოლარიზაცია, აბსოლუტური უარყოფა ამ გაწვდილი ხელის და არარეალური მოთხოვნები. ოპოზიციას არ სურს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, ისინი არ აპირებენ ამ პროცესში მონაწილეობას. ჩვენ ყველა შემთხვევაში უნდა გავაგრძელოთ ჩვენი გზა ევროპისკენ“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა