ვოლსკი - ახალგაზრდებმა არ იციან რას ჰქვია ევროპა

ვოლსკი - ახალგაზრდებმა არ იციან რას ჰქვია ევროპა

25-06-2022, 01:00 - 2022
939
       

„რაც მადარდებს ეს არის, რომ ახალგაზრდები ვერ ერკვევიან, ევროპულ არქიტექტურაზე“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში „ქართული ოცნების“ ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი განცხადებით, მათ არ იციან რას ჰქვია ევროპა.

ძალიან გული მწყდება, რომ ახალგაზრდების გარკვეული რაოდენობა შეცდომაშია შეყვანილი იმასთან დაკავშირებით, თუ რას ჰქვია ევროპა, როგორი უნდა იყოს ევროპული ქვეყანა. გული მწყდება ახალგაზრდებზე - ვის მიყვები?! 

ადამიანს, რომელმაც შენი წლოვანების ხალხი აწამა?! ამიტომ ერთობლივი მუშაობაა საჭირო და ერთმანეთის ლეგიტიმაციის ცნობა. ჩვენ ამისთვის მზად ვართ. რაც მადარდებს ეს არის, რომ ახალგაზრდები ვერ ერკვევიან, იგივე მაკრონის გამოთქმულ გეოპოლიტიკურ თემაზე, ევროპულ არქიტექტურაზე, საქართველოს როლზე. 

სიტუაციას რომ დახედო ზემოდან რა ხდება, ვფიქრობ საქართველოში ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი, რათა გადაერჩინა საზოგადოება და ქვეყანა სერიოზული რყევისგან
“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები