„ლოგიკურად იაზროვნეთ, გამოჰყევით ჩემს ლოგიკას“, - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
მან ასევე ჟურნალისტებს უთხრა, რომ ლოგიკა უნდა ჰქონდეს.
„მიზეზობრივი კავშირი თუ არ დგინდება მოწოდებასა და ძალადობას შორის, რომ ამ მოწოდებას მოჰყვა შემდეგ ძალადობა და ამ მოწოდების მიზანი იყო შემდეგ ძალადობა... საერთოდ ლოგიკას არის აცდენილი თქვენ რასაც ამბობთ. სხვა რამეს გეუბნებით. ლოგიკურად ხო შეგიძლიათ იაზროვნოთ. ახლა აგიხსნით... ლოგიკურად იაზროვნეთ, გამოჰყევით ჩემს ლოგიკას...
მაგალითად, იმართება აქცია პარლამენტთან, და აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი აცხადებს, რომ ეხლა უნდა ჩავიდეს ხალხი "ქართული ოცნების" ოფისთან. და მერე აქ ვიღაცები ძალადობენ მაგალითად პარტიის წარმომადგენლებზე. ის მოწოდება კავშირშია ძალადობასთან? არა. მარტივად არის აქ საქმე. შეიძლება იურისტები არ ხართ მაგრამ ლოგიკა ხომ გაქვთ, კაცო“, - განაცხადა კობახიძემ.