პოლიცია მოქალაქეს, რომელმაც ივანიშვილს შეაგინა, ფიზიკურად გაუსწორდა

პოლიცია მოქალაქეს, რომელმაც ივანიშვილს შეაგინა, ფიზიკურად გაუსწორდა
24-06-2022, 22:46 - 2022
938

„ბიძინას შეგინებისთვის პოლიციელებმა პლასტმასის ბოთლი თავში მირტყეს“, - ამბობს ბათუმელი სამოქალაქო აქტივისტი ლადო ჩიბურდანიძე გამოცემა „ბათუმელებთან“ საუბრისას. 

მისი თქმით, პოლიციელებმა ბათუმის მე-3 განყოფილებაში მასზე ფიზიკურად წუხელ იძალადეს, აგინეს და ე.წ. ქურდული ლექსიკით შეურაცხყვეს.

მეგობრებთან ერთად ვიყავი ძველ ბათუმში მდებარე ერთ-ერთ ბარში, დაახლოებით ღამის ორზე გამოვედი იქედან... ბარიდან ველოთი ვაპირებდი სახლში წასვლას, მაგრამ ქუჩაში მდგომი რამდენიმე პოლიციელი დავინახე და მათთან გამოლაპარაკება გადავწყვიტე, ნასვამი ვიყავი და ცოტა თამამიც, მაგრამ მე მათთვის არანაირი შეურაცხყოფა არ მიმიყენებია. ვუთხარი, რომ პოლიციელებს დიდი ძალა გაქვთ და ასე, ერთ კაცს ნუ გადავაყოლებთ ქვეყანას-მეთქი. საუბარში ბიძინა ივანიშვილს შევაგინე კიდეც და მის აღებულ კურსს. ამ დროს ერთმა პოლიციელმა მითხრა „გააჯვიო“. ვუთხარი, რომ პოლიციელი ასე არ უნდა ესაუბრებოდეს მოქალაქეს.

თქვეს, ეს ბევრს ლაპარაკობს რაღაც და ხომ არ გადავიყვანოთ განყოფილებაშიო. მანქანაში როცა ჩამსვეს, ვუთხარი, რომ ძალადობის მეშინია და ხელი არ დაერტყათ. ამაზე ატეხეს სიცილი, ეს ქათამი ყოფილაო.

ქუთაისის ქუჩაზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში შემიყვანეს და მობილურიც წამართვეს, ვუხსნიდი, რომ ასე პოლიციელები მოქალაქეს არ უნდა ექცეოდნენ, ამის უფლება არ ჰქონდათ და ერთ-ერთმა ბაკურიანის ნახევრად სავსე ბოთლი ჩამარტყა თავში. რამდენჯერმე ჩამარტყა თავში ბოთლი, მეორე კი, მაგინებდა, მიწოდებდა „ყლ.. ხარ“, „ქათამი“, „რა ტვინი მოტყ..“ სულ 10 პოლიციელი იყო, მაგრამ ორი აქტიურობდა მხოლოდ, ერთი ბოთლს მირტყამდა, მეორე – მაგინებდა. მე არ ვიცი მათი ვინაობა, მაგრამ ამოცნობა შემიძლია
“, - უყვება ლადო ჩიბურდანიძე გამოცემას. 

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა