„რატო უნდა ჩავიდე იქ?“ - კობახიძე საოკუპაციო ხაზზე

„რატო უნდა ჩავიდე იქ?“ - კობახიძე საოკუპაციო ხაზზე

24-06-2022, 21:21 - 2022
641
       

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საოკუპაციო ხაზთან ნამყოფი არ არის და არც საჭიროდ თვლის იქ ჩასვლას.

ამის შესახებ მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა

მე არა ვარ ნამყოფი. არ ვიცი, რა შემთხვევაში უნდა ჩავსულიყავი საოკუპაციო ხაზთან...
მთელი ხელისუფლება დადის საოკუპაციო ხაზთან. ჯერ ერთი, აღმასრულებელი ხელისუფლება, არამარტო ჩადის, პრობლემებს უგვარებს მოსახლეობას, არის საუბარი სამინისტროებზე, უწყებებზე, მთელ ხელისუფლება არის ამაში ჩართული. თქვენ გგონიათ იქ გაზი რომ მიდის და წყალი რომ მიდის და გზა რომ მიდის, თქვენ აკეთებთ ამას? ჩადიან, ჩადიან, აბა პრობლემებს ხო უნდა გაეცნონ. 
მილიონი ვიზიტი არის იმ ტერიტორიებზე. თქვენ არ ინტერესდებით რატომ იცით? მილიონი პროექტი განხორციელდა, ზუსტად იმ ზონაში მათ შორის, გაზი, წყალ და ა.შ. რაც მოსახლეობას აწუხებს. ერთი არ გაგიშუქებიათ თქვენ ტელევიზიებში. რატომ იცით? თქვენ კი არ გაინტერესებთ იმ ადამიანების პრობლემები, თქვენ გაინტერესებთ მარტო უბედურება ამ ქვეყანაში...

აი, რაზე ჩავიდე დღეს იქ?! მითხარით, რაზე უნდა ჩავიდე იქ? როცა არის კონკრეტული უმრავლესობის ლიდერი და პარტიის თავმჯდომარე, რატომ უნდა ჩავიდეს იქ, როცა რაღაც კონკრეტული საკითხი არ არის გადასაჭრელი
“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები