„საქართველომ მიიღო ის, რაც დავიმსახურეთ“ - ღარიბაშვილი

„საქართველომ მიიღო ის, რაც დავიმსახურეთ“ - ღარიბაშვილი

24-06-2022, 14:31 - 2022
603
       

ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველ ხალხს ევროპული პერსპექტივის მინიჭება მიულოცა. 

განცხადება მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველომ მიიღო ის, რაც დაიმსახურა 

გუშინ იყო მართლაც ისტორიული დღე. საქართველომ მიიღო ის, რაც დავიმსახურეთ. ეს არის დამსახურებული მიღწევა. ევროპული პერსპექტივა მიენიჭა ჩვენს ქვეყანას დამსახურებულად. თქვენ ნახეთ, რომ ჩაიწერა პირდაპირ, ღიად საჯაროდ, რომ რეალურად ევროპამ კარი გაუხსნა ჩვენს ქვეყანას. ეს არის აღიარება ჩვენი ხალხის ევროპული იდეალებისადმი მისწრაფების,  მათი ერთგულების, ჩვენი შეუპოვრობის, ჩვენი პრინციპულობის, ჩვენი ბრძოლის და ჩვენი მთავრობის 10 წლიანი მუშაობის შედეგის აღიარებაც. 

მოვისმინეთ მათი შეფასება, რომ ევროპული პერსპექტივის მინიჭებით რეალურად სამუდამოდ გაუხსნეს კარი ევროპაში და პირდაპირ იქნა ჩაწერილი, რომ ქვეყანას მიენიჭა ევროპული პერსპექტივა იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. ეს არის ნამდვილად დამსახურებული მონაპოვარი და მე ვულოცავ ქართველ ხალხს
“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

       
პოპულარული