საფრანგეთის პრეზიდენტი საქართველოს შესახებ საგანგებო განცხადებას აკეთებს

საფრანგეთის პრეზიდენტი საქართველოს შესახებ საგანგებო განცხადებას აკეთებს

23-06-2022, 23:49 - 2022
1 884
       

„საქართველოს საკითხს დავუბრუნდებით, როგორც კი ისინი ევროკომისიის მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ“, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი საგანგებო ბრიფინგზე საუბრობს. 

მისი თქმით, დღეს ევროკავშირი ერთიანი იყო და ევროკავშირი საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ევროპულ პერსპექტივას სთავაზობს. 

მე მინდოდა ხაზი გამესვა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო კონტექსტი, რომლის გათვალისწინებითაც ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული. განსაკუთრებით რუსეთის აგრესიის ფონზე უკრაინის წინააღმდეგ. ველაპარაკეთ რუმინეთის და მოლდოვას წარმომადგენლებს და მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ მივცეთ უკრაინას კანდიდატის სტატუსი იმისათვის, რომ დაიწყოს მისი გაერთიანება ევროკავშირში. ევროკომისიამ ასევე მოგვაწოდა ის გზები, როგორ უნდა ვიმუშაოთ უკრაინასთან და არც მთავარია იყო კონსენსუსი ამ საკითხის გადაწყვეტისას“, - განაცხადა მაკრონმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები