მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ ევროკავშირის მიერ მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ეხმაურება.
ის წერს, რომ ქვეყანა მზად არის რეფორმების გზაზე წინსვლა გააგრძელოს.
„მოლდოვასთვის ისტორიული დღეა! ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭეს. ეს ჩვენი მოქალაქეებისა და მოლდოვის ევროპული მომავლისთვის ცალსახა და ძლიერი სიგნალია. მადლობელი ვართ და მზად ვართ, რეფორმების გზაზე წინსვლა განვაგრძოთ“, - წერს მაია სანდუ.