უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის ქვეყნის სტატუსის მინიჭებას, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი ეხმაურება.
ზელენსკი წერს, რომ ეს უკრაინისა და ევროკავშირის ურთიერთობებში უნიკალური და ისტორიული მომენტია.
„გულწრფელად მივესალმები ევროკავშირის ლიდერების გადაწყვეტილებას უკრაინის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. ეს არის უნიკალური და ისტორიული მომენტი უკრაინისა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებში. მადლობელი ვარ შარლ მიშელის, ურსულა ფონ დერ ლაიენისა და ევროკავშირის ქვეყნების ლიდერების მხარდაჭერისთვის. უკრაინის მომავალი ევროკავშირშია“, - წერს ვოლოდიმერ ზელენსკი.
Sincerely commend EU leaders’ decision at #EUCO to grant ?? a candidate status. It’s a unique and historical moment in ??-?? relations. Grateful to @CharlesMichel, @vonderleyen and EU leaders for support. Ukraine’s future is within the EU. #EmbraceUkraine https://t.co/o6dJVmTQrn
— Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) June 23, 2022