ნიდერლანდების პრემიერი: საქართველო უკრაინასა და მოლდოვასთან შედარებით ერთი ნაბიჯით უკან არის

ნიდერლანდების პრემიერი: საქართველო უკრაინასა და მოლდოვასთან შედარებით ერთი ნაბიჯით უკან არის

23-06-2022, 21:55 - 2022
518
       

ნიდერლანდების პრემიერმინისტრის, მარკ რუტეს თქმით, ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, თუმცა დამატებით აღნიშნავს, რომ ქვეყანა მოლდოვასა და უკრაინასთან შედარებით, ერთი ნაბიჯით უკან არის. 

ამის შესახებ რუტემ ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტზე ჟურნალისტებთან კომენტარისას ისაუბრა. 

სამივე ქვეყნის შემთხვევაში არის ევროპული პერსპექტივა, თუმცა სამივე მათგანს ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი, განსაკუთრებით - საქართველოს. კომისია ძალიან მკაფიოა ამ საკითხში და ვფიქრობ, ჩვენ მივყვებით რეკომენდაციას, რომელიც, ერთი მხრივ, ამბობს, რომ უკრაინამ და მოლდოვამ მიაღწიეს პროგრესის იმ დონეს, როდესაც კანდიდატის სტატუსის მიღებაზე შეგვიძლია ვისაუბროთ. შეიძლება ითქვას, რომ საქართველო მათ ერთი ნაბიჯით ჩამორჩება. ვიტყოდი, რომ ჭიქა ნახევრად სავსეა და არა - ცარიელი. 

იმედი მაქვს, ხალხი დაინახავს, რომ ევროპა ცალსახად აღიარებს საქართველოს ევროპულ პერსპექტივასა და ამბიციებს, მაგრამ დამატებით ეუბნება - მოდით რა, ცოტა მეტი უნდა გაკეთდეს
“, - განაცხადა რუტემ. 

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები