„მით უარესი“ - ოხანაშვილი პრეზიდენტს

„მით უარესი“ - ოხანაშვილი პრეზიდენტს

23-06-2022, 18:33 - 2022
645
       

„თუ ქალბატონ პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ასეთი აგდებული დამოკიდებულებით და რიტორიკით უნდა ესაუბროს საქართველოს პარლამენტს, მით უარესი ამ ინსტიტუტისთვის“, - ასე ეხმაურება ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების“ წევრი ანრი ოხანაშვილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ კანონპროექტზე პირველ დადებულ ვეტოს.

მისი განცხადებით აღნიშნული კანონი შესაბამისობაშა სტრასბურგის სტანდარტებთან.

რას ნიშნავს ყველაფერს დაადებს ვეტოს?  ჩემთვის გაუგებარია, რა ტიპის ფორსირებაზეა საუბარი. რა ტიპის არასწორი პოლიტიკის გატარებაზეა საუბარი, მაშინ როდესაც ეს კანონპროექტი შესაბამისობაშია სტრასბურგის სტანდარტებთან.
თუ ქალბატონ პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ასეთი აგდებული დამოკიდებულებით და რიტორიკით უნდა ესაუბროს საქართველოს პარლამენტს, მით უარესი ამ ინსტიტუტისთვის
“, - აცხადებს ოხანაშვილი.

       
პოპულარული