შპს Daily Group ერთი წლის წინ, 2020 წლის 24 ოქტომბერს დაფუძვნდა. კომპანიის ძირითადი მიმართულება ახალგაზრდებისთვის მეტი შანსის მიცემას და მათთვის შესაძლებლობების მიღების საშუალებას ითვალისწინებს.
თავდაპირველად კომპანიამ მედია ჰოლდინგი Daily შეთავაზა აუდიტორიას, სადაც შეიქმნა პირველი მედია პროექტი Dailyinfo.Ge, რომელმაც დიდ კონკურენციაში დამსახურებული ადგილი მალევე დაიკავა. საინფორმაციო სააგენტომ ერთი წლის განმავლობაში თავი დაიმკვიდრა როგორც რეგიონში ასევე დედაქალაქშიც.
DailyInfo.Ge-ს მთავარი პრიორიტეტი მკითხველისთვის დროული, ექსკლუზიური და ობიექტური ინფორმაციის მიწოდებაა. ჩვენი კორესპონდენტები თქვენთვის მუშაობენ როგორც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ასევე ქვეყნის გარეთაც.
საინფორმაციო სააგენტოს შემდეგ შეიქმენა დამატებით სამი საიტი - Samedicino.Info; DailySport.Ge და Kulinari.Info.
ერთი წლის განმავლობაში საინფორმაციო სააგენტო DailyInfo.Ge-ს 3 მილიონი აუდიტორია დაუგროვდა. სააგენტოს რეკორდული მაჩვენებელი 24 საათის განმავლობაში კი 120 000 ადამიანს შეადგენს.
DailyGroup-ის ხელმძღვანელობა ჩვენს ერდგულ აუდიტორიას სამ ახალ პროექტს ვთავაზობთ, ჩამოყალიბდა სამი ახალი მიმართულება - დეველოპერული და მარკეტინგული.
Daily Marketing - რომლის პირველი პროექტის პრეზენტაციაც 8 ნოემბერს შედგება, ხოლო ბრენდის სახელი MarketingHub იქნება, კომპანია ორიენტირებული იქნება უმაღლესი ხარისხის პროდუქტის შექმნაზე.
რაც შეეხება დეველოპერულ მიმართულებას - WebNet, რომელიც აქტიურად იმუშავებს ნებისმიერი სახის სირთულისა და სახის საიტების დამზადებაზე და დაპროგრამებაზე.
შპს DailyGroup აგრძელებს დამატებით ახალ პროექტებზე მუშაობას, რომელთა პრეზენტაციასაც ჩვენს აუდიტორიას უახლოეს მომავალში შევთავაზებთ.