„საქართველოს ევროპული გზა დაიწყო სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს“ - ევროპარლამენტარი

„საქართველოს ევროპული გზა დაიწყო სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს“ - ევროპარლამენტარი

23-06-2022, 18:12 - 2022
688
       

ევროპარლამენტის წევრი სახალხო პარტიიდან მირიამ ლექსმანი სიცრუეს უწოდებს პრემიერ-მინისტრის ღარიბაშვილის განცხადებას.

ლექსმანი ამბობს, რომ საქართველოს ევროპული გზა პრეზიდენტ სააკაშვილის დროს დაიწყო და ახლა, როცა ქვეყანას ოლიგარქი მართავს,  ეს დემოკრატია არ არის. 

ეს არის აბსოლუტური სიცრუე. ოპოზიციის ლიდერები საქართველოდან, მოგვმართავდნენ და გვთხოვდნენ დახმარებას, რომ ქვეყანას ევროპული გზით ევლო. ეს გზა დაიწყო სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს და ვიმედოვნებ, რომ საქართველო ისევ დაუბრუნდება ამ გზას, რადგან საქართველოს დღევანდელი მთავრობა არ ასრულებს კრიტერიუმებს, რაც ქვეყანას სჭირდება კანდიდატის სტატუსის მისაღებად. რა თქმა უნდა, დებატები ისევ გრძელდება, ნაგრამ პრობლემა ისაა რომ ჩვენ ვხედავ, საქართველომ ბევრი კუთხით გადაუხვია ევროპულ გზას და მნიშვნელოვანია დავეხმაროთ მას, დაუბრუნდეს ამ გზას, რადგან გვესმის, რომ ქართველი ხალხი მართლაც ოცნებობს გახდეს ევროპული ოჯახის ნაწილი, თუმცა ვერ გადავუხვევთ პირობებს და ხელშეკრულებებს, რომელშიც წერია, რა პირობები უნდა შეასრულოს ქვეყანამ რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და  დაიწყოს მოლაპარაკებები ევროკავშირთან“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები