„ქართული ოცნების“ ლიდერი ირაკლი კობახიძე, 24 ივნისს დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა.
მან აღნიშნა, რომ აღნიშნული აქციაც, როგორც 20 ივნისის აქცია, სადაც 160 ათასამდე ადამიანი გავიდა ქუჩაში, ოპოზიციური პარტიებისა და მათი ახალგაზრდული ორგანიზაციების დაგეგმილია.
„წინა აქციაც და ხვალინდელი აქციაც არის ორგანიზებული ნაცმოძრაობის ახალგაზრდული ბოლშევიკური ფრთის მიერ, ეს არის სირცხვილია, რაც ყველამ ვიცით, მათ მიერ არის დაანონსებული ეს აქცია, შესაბამისად ორგანიზატორები არიან ისინი. ეს არის უტყუარი ფაქტი“,- განაცხადა კობახიძემ.