„რომ გვეომა, ჩვენც სტატუსს მოგვცემდნენ“,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ რასაც ამბობს, ის არის ისეთი რეალობა, რომელსაც წყალი არ გაუვა.
„პასუხისმგებლები ჩვენ ვართ იმაზე, რომ საქართველო არის მოწინავე ყველა პარამეტრით აბსოლუტურად. შეგიძლიათ ჩახვიდეთ უკრაინაში და მოლდოვაში, ნახავთ, ყველა მიმართულებით რომ საქართველო არის აბსოლუტურად წინ. ეს არის ისეთი რეალობა, რასაც წყალი არ გაუვა. ჩვენ პირდაპირ გვითხრეს, უკრაინამ იომა და მხოლოდ ამის გამო მისცეს სტატუსი, ეს თქვა პირდაპირ მაკრონმა. მან თქვა, რომ უკრაინას არ ეკუთვნის კანდიდატობა, მაგრამ იომა და აძლევენ კანდიდატის სტატუსს. რომ გვეომა, ჩვენც მოგვცემდნენ რა თქმა უნდა კანდიდატის სტატუსს, მაგრამ მე მგონია, რომ ომს სჯობდა, გვქონოდა ეგ სტატუსი, რასაც გვაძლევენ, თუმცა აღიარებული პერსპექტივით“, - განაცხადა კობახიძემ,