კობახიძე - არ ვიომეთ და კანდიდატობა არ მოგვცეს

კობახიძე - არ ვიომეთ და კანდიდატობა არ მოგვცეს
23-06-2022, 01:18 - 2022
430

„არ ვიომეთ და კანდიდატობა არ მოგვცეს - მაგრამ სირცხვილი ისაა, როცა იომებ და MAP-საც არ გაღირსებენ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინას კანდიდატის სტატუსი სწორედ იქ მიმდინარე ომის გამო მისცეს.

ომთან დაკავშირებით ღიად ვსაუბრობთ. იმიტომ, რომ ეს არის, მათ შორის, მაკრონის სიტყვები, რომ ომის გამო აძლევენ, მაგალითად უკრაინას კანდიდატობას მაშინ, როცა უკრაინას კანდიდატობა არ ეკუთვნის. თქვენი არჩევანია, რაც გინდათ შეგიძლიათ ის თქვათ, მაგრამ მე გეტყვით რა არის სირცხვილი. სირცხვილი ისაა, როცა იომებ და MAP-საც არ გაღირსებენ. ეს არის თქვენი პოლიტიკის შედეგები, რაც გქონდათ 2008 წელს.

რაც შეეხება ევროკავშირის მიმართულებით ჩვენს წინსვლას, მე შეგახსენებთ, თქვენი ხელისუფლების დროს რა ხდებოდა და როგორი იყო ჩამორჩენა. EaP-ის სამოქმედო გეგმა ჩვენ გადმოგვცეს ორი წლით გვიან, ვიდრე უკრაინას. ვიზალიბერალიზაციის მოლაპარაკებები ჩვენთან დაიწყო 4 წლით გვიან, ვიდრე უკრაინის შემთხვევაში. ასოცირების შეთანხმების მოლაპარაკებები ჩვენთან დაიწყო თქვენი ხელისუფლების გაჭიანურების გამო, სამი წლით გვიან, ვიდრე უკრაინაში. თუმცა ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ჩვენ გავასწარით უკრაინას როგორც ვიზალიბერალიზაციის მიღების კუთხით, ასევე ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის კუთხით
“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა