„ნუ იტყუებით“ - ევროპარლამენტარი ღარიბაშვილს პასუხობს

„ნუ იტყუებით“ - ევროპარლამენტარი ღარიბაშვილს პასუხობს
22-06-2022, 20:04 - 2022
736

ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა, ოპოზიციონერ დეპუტატ სალომე სამადაშვილთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეხმაურება.

გრეგოროვას თქმით,  ირაკლი ღარიბაშვილი იტყუება, როცა ამბობს, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები ბრიუსელში დადიოდნენ და ითხოვდნენ, არ მიენიჭებინათ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი.

ბრიუსელში იყავით? მე ვერ გნახეთ, თუმცა შეხვედრები მქონდა ოპოზიციასთან და თითოეული მათგანი თითქმის გვეხვეწებოდა კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ამიტომ ნუ იტყუებით. ჩამოდით ბრიუსელში და შეგვიძლია ვილაპარაკოთ. ნუ იქნებით პრობლემა, იყავით გამოსავალი“, - წერს მარკეტა გრეგოროვა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა