„არავინ არაფერს არ მოგვცემს, თუ ეს არ იქნება დამსახურებული“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მისი განცხადებით, ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული მოვლენაა.
„ეს მართლცა არის ისტორიული გადაწყვეტილება, სამწუხაროდ, მათ [ოპოზიციამ] იციან კარგად, რომ ეს არის მართლაც დიდი მონაპოვარი.
ჩვენ არავინ არაფერს არ გვაჩუქებდა, არავინ არაფერს არ მოგვცემს, თუ ეს არ იქნება დამსახურებული.
ჩვენ და ქართველმა ხალხმა დაიმსახურა, რომ ევროპას მიენიჭა ევროპული პერსპექტივა, იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ეს არის ისტორიული ჩანაწერი და ამას ითხოვს 30 წელია ხალხი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.