პრეზიდენტი - პრემიერის პოზიცია არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას

პრეზიდენტი - პრემიერის პოზიცია არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას

22-06-2022, 19:06 - 2022
522
       

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

მან აღნიშნა, რომ მისი პოზიცია არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას.

მოსახლეობა, ვინც მოუსმინა დღეს [პარლამენტში პრემიერმინისტრის გამოსვლას] გაოგნებულია და მეც ვარ გაოგნებული. მინდა აქედან გავაგზავნო ბრიუსელში სხვა გზავნილი, რომ ეს არაა საქართველო, ეს არაა ქართველი ხალხის ნება. ეს არ ვიცი, რას წარმოადგენს, ნებსით ხდება თუ უნებლიეთ, საგანგებოდაა გაკეთებული? უკვე მე ამ ყველაფერზე პასუხი აღარ მაქვს.

შემიძლია ერთადერთი რამ ვთქვა, რომ დღეს შევხვდი აღმოსავლეთ პარტნიორობის არასამთავრობო სექტორის პლატფორმას, რომელიც ევროკავშირში მიღებული პლატფორმაა, ყველა არასამთავრობო ორგანიზაციების და მათთნ ერთად შევთანხდით, რომ ახლა დავსახავთ, როგორი უნდა იყოს პროცესი და ამ პროცესში როგორი უნდა იყოს მათი ჩართულობა, ჩემი ჩართულობა, რომ ჩვენ ამ პროცესის ერთგვარად ხელმძღვანელები ვიყოთ, მონიტორები, რომ არ დავუშვათ - კიდევ ერთხელ ამ 6 თვეში ხელიდან გაგვაშვებინონ ის, რაცაა უზარმაზარი შანსი საქართველოსი
“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

       
პოპულარული