„ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი ზარქუამ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ 20 ივნისს აქციის ორგანიზატორების მიერ გამოცხადებულ მომდევნო აქციაზე მისვლას აპირებს.
მან ასევე აღნიშნა, რომ ეროვნული თანხმა არის საჭირო.
„ეროვნული თანხმობა არის საჭირო, რომ ჩვენი ევროპული პერსპექტივა უფრო ცხადი და ხელშესახები გახდეს. რას ველოდები? ველოდები იმას, რომ ისევ შეიკრიბებიან, შევიკრიბებით, მათ შორის ჩვენი მომხრეებიც, შეიძლება, მეც ვიყო.
კიდე ერთხელ ვამბობ, ისევე როგორც წინა აქციაზე, მათ შორის ძალიან ბევრი ჩვენი მხარდამჭერებიც იყვნენ, კიდევ ერთხელ ხაზგასმულ იქნა ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან, რომ მშვიდობიანად ჩატარდა აქცია, რაც არის, ნამდვილად, ქართული სახელმწიფოს საკადრისი.
იმ ღირებულებების დამცველები ვართ, რომლებითაც ევროპა დღემდე ამაყობს“, - განაცხადა ზარქუამ.