„საქართველოს სირცხვილი, ამოსული მუწუკი, რომელსაც ჰქვია ბიძინა ივანიშვილი, უნდა იქნას მოშორებული“, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა ლევან ბერძენიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
როგორც ლევან ბერძენიშვილმა აღნიშნა, 20 ივნისს, ევროინტეგრაციის მხარდასაჭერ აქციაზე საზოგადოებამ ბიძინა ივანიშვილს აჩვენა, რომ საქართველო არ დათმობს ევროპულ პერსპექტივას.
„ევროპული შეფასებით, რომელიც ყოველთვის 2-ზე უნდა გაამრავლო, იყო 60 000 კაცი. დღეს კი, „ალჯაზირა“, „ფრანს პრესი“, „ ლე მონდი“, „ბიბისი“ - საერთსორისო მედია იუწყება, რომ საქართველოს ნება პროდასავლურობისა არის უწყვეტი და ეს მოახდენს გავლენას.
ევროპა გვეუბნება, თქვენი ადგილი ჩვენთან არის, თქვენ გაქვთ პერსპექტივა, კანდიდატობის ნამდვილი შანსი ექვს თქვეში, ამისთვის კი, საჭიროა, რომ მიხედოთ თქვენს მთავრობას. ისინი ჩვენ დაგვეხმარებიან იმით, თუ გასცემენ სანქციებს არამხოლოდ ბიძინა ივანიშვილზე, არამედ მთელ ჩვენ ხელისუფლებაზე, რომელმაც დაანგრია ჩვენი ევროპული პერსპექტივა, მოატყუა შარლ მიშელი, დახია მისი ხელშეკრულება, გადააგდო მთელი ქართველი ხალხი, მსოფლიო“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.