ირაკლი კობახიძე - დეოლიგარქიზაციისთვის მოემზადეთ

ირაკლი კობახიძე - დეოლიგარქიზაციისთვის მოემზადეთ
21-06-2022, 16:00 - 2022
536

„დეოლიგარქიზაციისთვის მოემზადეთ“, - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციას.
 
მან ასევე აღნიშნა, რომ ოლიგარქები ხაზარაძე-ჯაფარიძე და სააკაშვილი - კეზერაშვილი არიან.
 
დეოლიგარქიზაციაზე საუბრობენ „ნაციონალურ მოძრაობა“ და „ლელო“ - ორი მთავარი, რადიკალური ოპოზიციური პარტია. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონია მიღებული და ამ კანონის მიხედვით, ეს რომ საქართველოში იყოს მოქმედი, ორივე პარტიის ლიდერები იქნებოდნენ აღიარებული ოლიგარქებად. ესენი არიან „ლელოში“ ხაზარაძე - ჯაფარიძე და „ნაცმოძრაობაში“ - სააკაშვილი - კეზერაშვილი. ასე რომ, ოლიგარქები მოიკითხეთ თქვენკენ და მოემზადეთ დეოლიგარქიზაციისთვის, ჩემო მეგობრებო“, - განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა