„რაღაცას რომ აფუჭებდეს ხელისუფლება, უნდა დახუჭო თვალი და არ ილაპარაკო“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიცია ცდილობს ხელისუფლებას პრორუსულობა დააბრალოს.
„როდესაც ისინი ცდილობენ, რომ საქართველოს მოსახლეობის, ქართული საზოგადოების მიერ არჩეულ ხელისუფლებას დააბრალონ პრორუსულობა, ამაზე მეტი მავნებლობა, თან ამ პროცესში, მართლაც ისტორიულ პროცესში ხომ არ არსებობს, იმიტომ, რომ შენ ასე ალაგებ 10 წელია, რომ ვიღაცას აბრალებ პრორუსულობას,ახლა არ გინდა აქედან გადაუხვიო, ამით ხომ შენ ქვეყანას აზიანებ. ხანდახან ხომ დგება მომენტები, როდესაც მართლა რაღაცას რომ აფუჭებდეს შენი ქვეყნის ხელისუფლება, მოგონილზე კი არ მაქვს საუბარი, მართლა რაღაცას რომ აფუჭებდეს, ამაზე უნდა დახუჭო თვალი და არ ილაპარაკო რაღაცა მომენტში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.