„ქართული ოცნებისა“ და ივანიშვილის დამსახურებაა ყველა მიღწევა, რომელიც უკავშირდება საქართველოს EU-სთან ინტეგრაციას“, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მან ასევე მოსახლეობას შეახსენა ის „მიღწევები“, რაც „ოცნებამ“ შესძლო.
„მინდა ვუთხრა ჩვენ ძვირფას ხალხს, რომ სწორედ „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა ყველა ის ხელშესახები მიღწევა, რომელიც უკავშირდება საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციას.
და მე რამდენიმეს შევახსენებ ჩვენ მოსახლეობას - ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და ახლა უკვე ევროპული პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსი.
ეს ყველაფერი მეგობრებო უკავშირდება „ქართული ოცნების“ მმართველობას“, - განაცხადა ღარიბაშვიმა.